გაირკვა, რომ ე.წ. მეგობარი აქტი მზის შუქს ვერ ნახავს და ჯო უილსონს ახალი იდეა მოუვიდა - ამასაც იგივე ბედი ეწევა, რაც ყველა მტრულ წამოწყებას, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილი “რესპუბლიკელი“ კონგრესმენის ჯო უილსონის მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში “ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორების წინადადების წარდგენას.
პაპუაშვილის განცხადებით, ამ ყველაფერს ერთადერთი მიზანი საინფორმაციო ხმაურის შექმნაა.
“ასეთი აქტივობისთვის მილიონიანი კონტრაქტია დადებული, ამას გამომუშავება სჭირდება. ესეც ემსახურება საინფორმაციო ხმაურის შექმნას, როგორი საინფორმაციო ხმაურიც ჰქონდათ.
წელიწადზე მეტია რაც ე.წ. მეგობარი აქტი, მტრული აქტი სხვადასხვა კაბინეტში ტრიალებს. გამომდინარე იქიდან, რომ საბოლოოდ გაირკვა, რომ მზის შუქს ვერ იხილავს, ახალი იდეა მოუვიდა, რომ გამომუშავებული იყოს ის დაფინანსება, მილიონიანი კონტრაქტი.
ერთადერთი მიზანი აქვს, საინფორმაციო ხმაური. ერთი და იგივე მსახიობები მონაწილეობენ - ვხედავთ კონგრესმენ უილსონს, იმ ერთ-ერთ ჟურნალისტს აზერბაიჯანული გვარით, კიევის მედიის თანამშრომელს, რომელიც ვაშინგტონში ცხოვრობს. ამ ადამიანის კონსტრუქციაც კი აჩვენებს, რომ არის ჩვეულებრივად დაქირავებული რუპორი, რომლის დანიშნულებაც არის ასეთი საინფორმაციო ხმაურის შექმნა. ეს ხმაური გადაივლის და მერე რას აპირებენ, იგივე ბედი ეწევა, როგორც მანამდე ყველა ამგვარ მტრულ წამოწყებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ამერიკელმა „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, ჯო უილსონმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორების წინადადება წარადგინა.