შალვა ნათელაშვილის წერილი აშშ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს

შალვა ნათელაშვილის წერილი აშშ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს

4 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 207

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტა მის აღმატებულებას დონალდ ტრამპს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს. 

ძვირფასო პრეზიდენტო, ვადასტურებთ უდიდეს პატივისცემას ამერიკელი ხალხისა და პირადად თქვენი აღმატებულებისადმი. თქვენმა აქტიურმა საქმიანობამ გამოაცოცხლა მსოფლიო პოლიტიკა, რაც აუცილებლად წაადგება დიადი ამერიკის მომავალს.

შევიტყვეთ თქვენს მნიშვნელოვან მორიგ ინიციატივაზე, სირიისათვის სანქციების მოხსნის შესახებ ამასთან დაკავშირებით გვინდა ჩაგაყენოთ საქმის კურსში, რომ ამ ქვეყნის, წინა ამჟამად დამხობილმა ასადის მთავრობამ, მოსკოვის მითითებით, თავის დროზე აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობა.

უდიდესი იმედი გვაქვს, რომ სანქციების გაუქმებამდე, სირიის მოქმედი მთავრობა უკან წაიღებს ამ უკანონო აღიარებას, რაშიც გვაქვს მოკავშირე ამერიკისა და პირადად თქვენი უდიდესი იმედი.

კიდევ ერთხელ გიდასტურებთ უდიდეს პატივისცემას.

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი. შალვა ნათელაშვილი

 

წყარო



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე