შალვა პაპუაშვილი 14 მაისის პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშით გამოვა

შალვა პაპუაშვილი 14 მაისის პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშით გამოვა

4 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 107

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 14 მაისის პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშით გამოვა.

ჯერ კიდევ მოქმედი რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ კვირაში პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას წარადგენს. ანგარიშის წარდგენის შემდეგ კი, სესიაზე პოლიტიკური გამოსვლები იქნება.

ახალი რეგლამენტის პროექტით, რომელიც ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, პარლამენტის თავმჯდომარეს ყოველწლიური ანგარიშის ფარგლებში პარლამენტის სამოქმედო გეგმის წარდგენის ვალდებულება აღარ ექნება.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე