შალვა პაპუაშვილი ანაკლიის პროექტზე - სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძეს უთხრა, რა მილიარდნახევარს ითხოვთ, იქით უნდა დააბრუნოთ თითქმის ორი მილიონი ლარიო

შალვა პაპუაშვილი ანაკლიის პროექტზე - სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძეს უთხრა, რა მილიარდნახევარს ითხოვთ, იქით უნდა დააბრუნოთ თითქმის ორი მილიონი ლარიო

10-03-2025 13:47
კატეგორიები: პოლიტიკა

გავიდა დრო და საერთაშორისო სასამართლოს მეშვეობით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს იყო წაუგებელი ბიზნესის თაღლითური სქემა, რომელიც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ჰქონდათ შემუშავებული - სასამართლომ თქვა, რომ რა მილიარდნახევარს ითხოვთ ქართველი ხალხისგან, იქით უნდა დაუბრუნოთ თითქმის ორი მილიონი ლარიო - როგორც ჩანს, ჩარიცხეს ეს თანხა უკვე ბიუჯეტში და ამით აღიარეს, რომ თაღლითები არიან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ პროექტს შეეხებოდა.

მისი თქმით, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ნასამართლევი არიან თაღლითობაზე, ამიტომ გასაგებია, რომ თაღლითობა მათი ქცევის სტილია.

„გავიდა დრო და საერთაშორისო სასამართლოს მეშვეობით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს იყო წაუგებელი ბიზნესის თაღლითური სქემა, რომელიც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ჰქონდათ შემუშავებული. გახსოვთ, რომ მათ ჯერ დაიწყეს ამ პროექტში [მუშაობა], სადაც სახელმწიფომ ყველანაირად შეუწყო ხელი - რამდენჯერმე გადაუვადა, რადგან სახელმწიფო ფიქრობდა, რომ მათ ობიექტური სირთულეები ჰქონდათ, მაგრამ ეტაპობრივად გაირკვა, რომ ეს ჩვეულებრივი თაღლითობა იყო.

იცით თქვენ, რომ ისინი ნასამართლევი არიან თაღლითობაზე, ამიტომ გასაგებია, რომ მათი ქცევის სტილია თაღლითობა. ხედავთ, რომ პოლიტიკაშიც ასე იქცევიან. გახსოვთ, რას ითხოვდნენ ისინი - ჰქონოდათ წაუგებელი ბიზნესი. ანუ, თუ არ იქნებოდა ბიზნესი მომგებიანი, საქართველოს მოსახლეობას გადაეხადა და შეევსო თანხა, რომ მოგებაში ყოფილიყო მამუკა ხაზარაძე.

ეს ყველაფერი ბიუჯეტიდან, ხალხის ფულიდან უნდა მიგვეცა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის, მათი მიმდევარი „ლელოს“ თანამშრომლებისთვის, რომ მომგებიანი ბიზნესი ჰქონოდათ. ამაზე უარი რომ მიიღეს, დაიწყეს დავა. მოითხოვეს მილიარდ-ნახევარი ისევ ხალხისგან და ბიუჯეტისგან, წააგეს ყველა ინსტანცია და ბოლოს, არბიტრაჟში, სადაც თავისი მოსამართლეები ჰყავდათ დანიშნული, ამ სასამართლომ გაამტყუნა ბადრი ჯაფარიძეც და მამუკა ხაზარაძეც. სასამართლომ თქვა, რა მილიარდნახევარს ითხოვთ ქართველი ხალხისგან, იქით უნდა დაუბრუნოთ თითქმის ორი მილიონი ლარიო. იცით, რომ ამ საკითხებსაც ყველანაირად გაურბოდნენ. როგორც ჩანს, ჩარიცხეს ეს თანხა უკვე ბიუჯეტში და ამით აღიარეს, რომ თაღლითები არიან. ამაზე მეტი თაღლითობის აღიარება მე არ გამიგია. დადასტურდა, რომ მთლიანად ეს პროექტი თაღლითობა იყო. სახელმწიფოს ყველა ვალდებულება შესრულებული აქვს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

პოსტი ნახა: 492


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!