შალვა პაპუაშვილი აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე - ტრამპის მილოცვის შემდეგ საელჩოს განცხადება ცოტა არ იყოს უცნაურია, რა მიზანი ჰქონდა განცხადებას, არ ვიცი

შალვა პაპუაშვილი აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე - ტრამპის მილოცვის შემდეგ საელჩოს განცხადება ცოტა არ იყოს უცნაურია, რა მიზანი ჰქონდა განცხადებას, არ ვიცი

28-05-2025 15:35
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 273

პრეზიდენტ ტრამპის მილოცვის შემდეგ, [საელჩოს] ეს განცხადება ცოტა არ იყოს უცნაურია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, სადაც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მისთვის უცნობია რა მიზანი ჰქონდა ამ განცხადებას.

„მისასალმებელია ის მილოცვის წერილი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპისგან საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მისამართით იქნა გაგზავნილი და მილოცვასთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის შინაარსი, რომელიც ჩადებული იყო ამ მილოცვაში. აქ ხაზგასმული იყო საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის სურვილი და სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი. ზუსტად ეს არის რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით და ეს არის ვფიქრობ, კარგი სიგნალი.

რაც შეეხება საელჩოს დღევანდელ პოსტს, რომელიც „ფეისბუქზე“ ვიხილეთ, პრეზიდენტ ტრამპის მილოცვის შემდეგ, ეს განცხადება ცოტა არ იყოს უცნაურია. როგორც თავად საუბრობენ, რამდენიმე დღის წინანდელი ამბავია და მაინცდამაინც ტრამპის მილოცვის შემდეგ, მეორე დღეს ამ საკითხს მოაყოლეს ეს განცხადება. სიმართლე გითხრათ, რა მიზანი ჰქონდა ამ განცხადებას, არ ვიცი.

პრეზიდენტ ტრამპის გაცხადებული მიზნები რაც არის, ეს მიზნები სრულად ემთხვევა იმ ხედვას, რომელიც გვაქვს და ეს მისი გაცხადებული მიზნები იწყება აშშ-ში „დიფთ სთეითის“ დამარცხების მიზნიდან. ეს არის მისი პირველი მიზანი, რომელიც მან მთავარ ამოცანად დაისახა და მათ შორის, მისი წარმატების საზომადაც დაისახა. ჩვენ მისი მხოლოდ გულშემატკივარი ვართ. ვიცით, რომ რაც უფრო მეტად შესუსტება „დიფ სთიეთი“, მით უფრო გაძლიერდება საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობა. „დიფ სთეითის“ შესუსტება პირდაპირპროპორციული იქნება საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გაუმჯობესებასთან და პრეზიდენტ ტრამპის მილოცვა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტ ყაველაშვილის მიმართ, ვფიქრობ, რომ არის ამის ერთ-ერთი კარგი სიგნალი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე