შალვა პაპუაშვილი - ეს დღეები „ნაცმოძრაობა და მისი განაყოფები არგუმენტს არგუმენტზე გვიმატებენ საკონსტიტუციო სარჩელისთვის - მათ დაამძიმეს საკუთარი მდგომარეობა და დაამატეს მტკიცებულებები ისედაც ძლიერ სარჩელს

შალვა პაპუაშვილი - ეს დღეები „ნაცმოძრაობა და მისი განაყოფები არგუმენტს არგუმენტზე გვიმატებენ საკონსტიტუციო სარჩელისთვის - მათ დაამძიმეს საკუთარი მდგომარეობა და დაამატეს მტკიცებულებები ისედაც ძლიერ სარჩელს

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 108

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სარჩელი სასამართლოში უახლოეს მომავალში შევა.

„პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით სარჩელი შევა. სარჩელი თითქმის მომზადებულია. თუმცა საჭიროა შევსება. ეს დღეები რასაც ვაკვირდებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფები არგუმენტს არგუმენტზე გვიმატებენ საკონსტიტუციო სარჩელისთვის. გუშინ რაც იხილეთ, რაც მანამდე იხილეთ, ეს ყველაფერი არის პირდაპირი მტკიცებულებები ჩვენი სარჩელისთვის, რათა მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს რომ არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი ეს ჯგუფები, როგორც ექსტრემისტული ჯგუფები. არამხოლოდ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, არამედ დღესაც, ოპოზიციაში. ეს დღეები რასაც ვაკვირდებით, მათ მხოლოდ დაამძიმეს საკუთარი მდგომარეობა და დაამატეს მტკიცებულებები, ისედაც ძლიერ სარჩელს.

რაც შეეხება დროს, უახლოეს მომავალში შევა ეს სარჩელი. სარჩელი ფაქტობრივად, მზადაა. უბრალოდ მათ შორის ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე საკითხები, რა თქმა უნდა, ასახული იქნება ამ სარჩელში, როგორც დამატებითი მტკიცებულებები. რაც შეეხება წრეს, მათ შორის, ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე და ზოგადად, ამ წრეზე კიდევ ერთხელ დავფიქრდებით, თუ ვინ არიან ის პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც ექსტრემისტულ საქმიანობაში და ანტიკონსტიტუციურ საქმიანობაში არიან ჩართულები“,- განაცხადა პაპუაშვილმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე