შალვა პაპუაშვილი მაკრონის, ტუსკისა და მერცის განცხადებას ქართველ ხალხსა და ქართულ სახელმწიფოზე სამარცხვინო თავდასხმას უწოდებს

შალვა პაპუაშვილი მაკრონის, ტუსკისა და მერცის განცხადებას ქართველ ხალხსა და ქართულ სახელმწიფოზე სამარცხვინო თავდასხმას უწოდებს

26-05-2025 17:57
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 251

სამარცხვინო თავდასხმა ქართველ ხალხსა და ქართულ სახელმწიფოზე მისი ეროვნული დღესასწაულის დღეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკისა და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის განცხადებას ეხმაურება.

მაკრონი, ტუსკი და მერცი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით აქვეყნებენ განცხადებას, სადაც აღნიშნულია: „საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს დიალოგი ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ქართველ ხალხს არ უნდა წაერთვას ქვეყნის ევროპულ ტრაექტორიასთან დაკავშირებული შესაძლებლობები“.

 



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე