შალვა პაპუაშვილი - თუ სწორად მივხვდი, კალასი და კოსი ბოდიშს არ იხდიან მათი პრესსპიკერის მიერ ხელისუფლების დამხობის შეკრების მხარდაჭერის გამო - რაც შეეხება არჩევნების შეფასებას, კვლავ მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ცრუ ნარატივების გავრცელებისგან

შალვა პაპუაშვილი - თუ სწორად მივხვდი, კალასი და კოსი ბოდიშს არ იხდიან მათი პრესსპიკერის მიერ ხელისუფლების დამხობის შეკრების მხარდაჭერის გამო - რაც შეეხება არჩევნების შეფასებას, კვლავ მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ცრუ ნარატივების გავრცელებისგან

3 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 129

ქალბატონი კალასი და ქალბატონი კოსი ბოდიშს არ იხდიან მათი პრესსპიკერის მიერ ხელისუფლების დამხობის შეკრების­ მხარდაჭერის გამო - არადა, სწორედ ამას ელის დღეს ქართული საზოგადოება ევროკავშირისგან, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წერს და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის მარტა კოსის ერთობლივ განცხადებას ეხმაურება.

შალვა პაპუაშვილი მოუწოდებს ევროკავშირის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ფაქტებისგან აცდენილი ცრუ ნარატივების გავრცელებისგან.

„თუ სწორად მივხვდი, ქალბატონი კალასი და ქალბატონი კოსი ბოდიშს არ იხდიან მათი პრესსპიკერის მიერ ხელისუფლების დამხობის შეკრების მხარდაჭერის გამო, რის შედეგადაც, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმისას 25 პოლიციელი დაშავდა. არადა, სწორედ ამას ელის დღეს ქართული საზოგადოება ევროკავშირისგან.

რაც შეეხება მათი მხრიდან ქართული არჩევნების შეფასებას. მე, კვლავ, მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა წარმომადგენელს, თავი შეიკავონ ფაქტებისგან აცდენილი ცრუ ნარატივების გავრცელებისგან, რაც აძლიერებს რადიკალური ძალების სურვილს ძირი გამოუთხარონ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებების პატივისცემას“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

ინფორმაციისთვის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი მარტა კოსი საქართველოში გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ამ შაბათს განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში ჩატარდა“.

ამასთან, კალასი და კოსი არჩევნების შემდგომ პერიოდში სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ მოუწოდებენ, აღინიშნება, რომ აუცილებელია კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი, ყველა პოლიტიკური აქტორის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით და მოუწოდებენ ყველა მხარეს ძალადობისგან თავი შეიკავონ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე