კვირას რომის პაპმა ლეომ განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა იბრძოლოს ომის თავიდან ასაცილებლად, რომელიც „გამოუსწორებელ უფსკრულს“ შექმნის და რომ კონფლიქტის ადგილი დიპლომატიამ უნდა დაიკავოს.
აშშ-ის ძალებმა ღამით ირანის სამ მთავარ ბირთვულ ობიექტზე იერიში მიიტანეს, რითაც შეუერთდნენ ისრაელის თავდასხმას ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ახალი მასშტაბური ესკალაციის დროს, როდესაც თეირანმა თავდაცვის პირობა დადო.
„საერთაშორისო საზოგადოების ყველა წევრს აქვს მორალური პასუხისმგებლობა: შეაჩეროს ომის ტრაგედია, სანამ ის გამოუსწორებელ უფსკრულად გადაიქცევა“, – განაცხადა reuters- ის ინფორმაციით პაპმა ლეომ.