შეკითხვა პრემიერ მინისტრს ირაკლი კობახიძეს: თქვენი ხელისუფლება მიზანმიმართულად ხურავს 36-წლიანი ისტორიის მქონე ტელევიზიას. თქვენივე საჯარო განცხადებებით, ფაქტობრივად, აღიარებთ შერჩევით სამართალს. "თრიალეთი" ფაქტიურად, დახურვის ზღვარზე მიიყვანეთ. 👉 ეს არის თქვენი „სამართლიანი სახელმწიფო“?
წინა ახალი ამბავი
საქართველოს საპატრიარქო წმინდა სინოდისადმი ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას მიმართვას ავრცელებს, რომელშიც საპატრიარქო კანდიდატად საკუთარი კანდიდატურის დაყენების სურვილს გამოთქვამს. როგორც ის აღნიშნავს, საეკლესიო დებულება საპატრიარქო კანდიდატისთვის ითხოვს საღვთისმეტყველო განათლებას, თუმცა, მიაჩნია, რომ საკითხის მხოლოდ ფორმალურ კუთხით განხილვა არასრულყოფილ სურათს იძლევა. მიტროპოლიტი საკითხზე სინოდს საკუთარ ხედვას წარუდგენს.
შემდეგი ახალი ამბავი
შეკითხვა პრემიერ მინისტრს ირაკლი კობახიძეს: "თრიალეთმა" რამდენჯერმე მოგმართათ ოფიციალური განცხადებით. თქვენ, ჩვენი საჩივრები ფინანსთა სამინისტროს მიმართ ისევ იმავე უწყებასთან გადაამისამართეთ. თქვენ არც კი განიხილეთ საკითხი, 👉 და ისიც წინასწარ იცოდით, რომ მათზე გადამისამართებულ ჩვენს განცხადებებს, რეაგირება არ ექნებოდა. 👉 ნიშნავს თუ არა ეს, რომ ფინანსთა სამინისტრო მოქმედებს თქვენი პოლიტიკური დავალებით? 👉 ეს არის თქვენი სამართალი?