აღფრთოვანებული ვარ მამაცი ქართველი ხალხით, რომელიც მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და ევროპისთვის იბრძვის, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ბოლო ვიზიტი დიდგორის მემორიალთან, 1121 წლის „საკვირველი“ ბრძოლის გმირებისა და საქართველოს მებრძოლი და გამარჯვებული სულისთვის პატივის მისაგებად. სამუდამოდ აღფრთოვანებული და შთაგონებული ვარ მამაცი ქართველი ხალხით, რომელიც მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და ევროპისთვის იბრძვის“, - წერს შერაზ გასრი.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ოლივიე კურტო აგვისტოს დასაწყისში დანიშნა. შერაზ გასრის ელჩად მუშაობის ვადა ამოეწურა.