შესვლამდე ვენესუელის მთავარ ადგილებში დენი გავთიშეთ, ბევრი სამხედრო გვყავდა მიწაზე. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მისი თქმით, ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავების სარისკო ოპერაციამ დაადასტურა, რომ აშშ-ს "ყველაზე შიშისმომგვრელი" სამხედრო ძალა ჰყავს მსოფლიოში.
"ბევრი სამხედრო გვყავდა მიწაზე, მაგრამ ეს შესანიშნავი იყო. გენიალური იყო ტაქტიკურად," - განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, ქვეყანაში შესვლამდე აშშ-მა ვენესუელის მთავარ ადგილებში დენი გათიშა, რამაც სამხედროებს მოულოდნელობის ელემენტი მისცა, როდესაც მადუროს სახლს უახლოვდებოდნენ."და დაფიქრდით, არავინ იქნა მოკლული. და მეორე მხარეს, ბევრი ადამიანი იქნა მოკლული," - განაცხადა ტრამპმა.