შიდა ქართლის მწვანე მარგალიტი: ტანა-თეძმის დაცული ლანდშაფტი

შიდა ქართლის მწვანე მარგალიტი: ტანა-თეძმის დაცული ლანდშაფტი

2 საათის წინ
კატეგორიები: სხვა ამბები
პოსტი ნახა: 40

გორის მუნიციპალიტეტში მდებარე, ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტი ხეობის ყველა სოფელსა და ნასოფლარს მოიცავს. გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს მიზანია სოფლების იერსახის შენარჩუნება, კულტურული და ბუნებრივი რესურსების დაცვა, ტურიზმის განვითარება და ტრადიციული სამეურნეო საქმიანობის წახალისება გარემოსთვის ზიანის მიყენების გარეშე.

ლანდშაფტში ცხოვრება მშვიდად მიედინება, მოსახლეობას დიდი სურვილი აქვს, რომ მიტოვებული სახლები აღადგინოს. ზემო ბოშურში მცხოვრები ზაირა თინიკაშვილი ყველას უყვება ხეობის ისტორიას, ლეგენდებს და თქმულებებს, ხოლო ლევიტანას მკვიდრი მაია ბაირამოვი გზების მნიშვნელობაზე საუბრობს - როგორ დააკავშირებს გამართული ინფრასტრუქტურა ხეობას გარე სამყაროსთან. ადგილობრივ მოსახლეობას კარგად ესმის, რომ ამის გარანტი სწორედ დაცული ლანდშაფტის სტატუსია.

ხეობის უმაღლესი წერტილი 2260 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, საიდანაც გასაოცარი ხედები იშლება - მდინარე ტანისა და თეძმის ორივე მხარეს აღმართული კლდოვანი მასივები,  ჩანჩქერები, გოგირდის წყლები, წიწვოვანი ფერდობები და მათ შორის მარგალიტებივით მიმოფანტული ქართული ხუროთმოძღვრების ნიმუშები.

ზაირა ბებო ზემო ბოშურიდან

80 წლის ზაირა თინიკაშვილი ყოველთვის იღიმის და თვალები ზღვის კენჭებივით უბრწყინავს. წინსაფრის ჯიბით მუდამ კანფეტები დააქვს. მისი განსაკუთრებული საიდუმლო არის პატარა მუჭა ნიგოზი. სჯერა, რომ ნიგოზი კეთილდღეობას და იღბალს გადაცემს მათ, ვისაც ნუგბარს უბოძებს. აქ მოსულმა ყველა ტურისტმა იცის, რომ ზაირა ბებო არის არა მარტო სტუმართმოყვარეობის სიმბოლო, არამედ ხეობის სული. მისი ისტორიები მთელ სოფელს აერთიანებს და სტუმრებს ხეობაში დაბრუნების სურვილს უჩენს.


ლევიტანა, გზა და მაია 

სოფელ ლევიტანას  მოსახლეობა პარალელს ხშირად ბორჯომსა და ბაკურიანზე ავლებს. დარწმუნებულები არიან, რომ ჰაერი მათთან ბევრად უკეთესია - უფრო სუფთა და ჯანმრთელობისთვის მეტად სარგო. ადგილობრივი მკვიდრის - მაია ბაირამოვის აზრით, ლევიტანას გამორჩეულ კურორტად ქცევა მხოლოდ დროის საკითხია. 

„როგორც კი ასფალტიანი გზა ყველა სოფლამდე მივა, ტანისა და თეძმის ლანდშაფტს კონკურენციას ვერავინ გაუწევს. ეს არის ის, რასაც ყველაზე მეტად ველით. დანარჩენს კი ეს მდიდარი ბუნება გვაძლევს - ტყეები, მდინარეები, სუფთა ჰაერი, საოცარი ადამიანები და სიყვარულით სავსე მეზობლები.“ - ამბობს მაია ბაირამოვი.

მართლაც, ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტი აერთიანებს ბუნებას, ადგილობრივ მკვიდრებს და მდიდარ კულტურას. ეს ადგილი შთაგონების წყაროა ტურისტებისთვის. ლანდშაფტის დაცვის სტატუსი უზრუნველყოფს ხეობისთვის პირვანდელი იერსახის შენარჩუნებას. ეს არის მაგალითი იმისა, რომ ბუნება, კულტურული მემკვიდრეობა და ტრადიციები მოვლისა და მოფრთხილების გარეშე ვერ იარსებებს.

აღნიშნული სტატია მომზადებულია პროექტის — „ახალი ჰორიზონტები: ტანა და თეძმის დაცული ლანდშაფტის და ადგილობრივი მოსახლეობის ჰარმონიული განვითარება“ — ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ჩეხური ორგანიზაცია ფიფლ ინ ნიდ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

CzechAid_logo_zakladni

ეს პუბლიკაცია შექმნილია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია მედიასააგენტო MediaCity და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შეხედულებებს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე