შიდა ქართლის პოლიციამ ავტომობილის ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შიდა ქართლის პოლიციამ ავტომობილის ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

4 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 144

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 2001 წელს დაბადებული გ.ჯ. ავტომობილის ქურდობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული უკანონოდ დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ავტომობილს, რომელიც მეპატრონემ შესაკეთებლად ავტოსახელოსნოში დატოვა. ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად გ.ჯ-ს თან აღმოაჩნდა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული „BMW X6"-ის მარკის ავტომობილის გასაღები, ხოლო საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად მან თბილისში არსებულ ერთ-ერთ ლოკაციაზე მიუთითა, სადაც გატაცებულ ავტომობილს მალავდა. სამართალდამცველებმა უკანონოდ მისაკუთრებული ავტომობილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე