შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ტურისტად მყოფი ისრაელის მოქალაქე, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, 29 დეკემბერს, გმირთა მოედანთან გვირაბში ავტომობილით გადაადგილებისას აკუსტიკური იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა.  უწყების ცნობით, მას დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით, ასევე, ქვეყნიდან გაძევება და საქართველოში შემოსვლაზე აკრძალვა 3 წლის ვადით.

8 საათის წინ
კატეგორიები: RSS სამართალი
პოსტი ნახა: 48

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ტურისტად მყოფი ისრაელის მოქალაქე, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, 29 დეკემბერს, გმირთა მოედანთან გვირაბში ავტომობილით გადაადგილებისას აკუსტიკური იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა.

უწყების ცნობით, მას დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით, ასევე, ქვეყნიდან გაძევება და საქართველოში შემოსვლაზე აკრძალვა 3 წლის ვადით.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ისრაელის მოქალაქე, 2005 წელს დაბადებული მ.ნ. დააკავეს.

სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ საქართველოში ტურისტად მყოფმა ისრაელის მოქალაქემ, 2025 წლის 29 დეკემბერს, გმირთა მოედნის მიმდებარედ არსებულ გვირაბში ავტომობილით გადაადგილებისას აკუსტიკური იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აკუსტიკური იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. აღნიშნული ქმედების გამო, დაკავებული პირი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 30 დეკემბრის დადგენილებით დამნაშავედ იქნა ცნობილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. დაკავებულ ისრაელის მოქალაქეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სახდელის სახით დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით, ასევე, ქვეყნიდან გაძევება და საქართველოში შემოსვლაზე აკრძალვა 3 წლის ვადით. აღსანიშნავია, რომ ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, დაიხვეწა საქართველოში როგორც არალეგალურად, ასევე, ლეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გაძევების მექანიზმები, რაც შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მათი ქვეყნიდან გაძევების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული პირის საქართველოდან გაძევების ღონისძიება განახორციელეს. მას ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა კანონით განსაზღვრული ვადებით დაუწესდა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვენესუელას დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმის, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.  გამოცემის ცნობით, ვენესუელას დედაქალაქ კარაკასში, სულ მცირე, შვიდი აფეთქება მოხდა.  თვითმხილველებმა კარაკასის თავზე რამდენიმე ვერტმფრენი დააფიქსირეს.  სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კარაკასის თავზე აშშ-ის არმიის ვერტმფრენები დაფრინავენ.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
ვენესეულას თავს დაესხნენ, - ამის შესახებ კოლუმბიის პრეზიდენტი, გუსტავო პეტრო X-ზე წერს. „ამ წუთებში კარაკასს ბომბავენ. მსოფლიოს შეატყობინეთ, რომ ვენესეულას თავს დაესხნენ. დაბომბვა რაკეტებით ხორციელდება“, - წერს პეტრო. მისი თქმით, ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციამ და გაერო-მ საგანგებო სხდომები ახლავე უნდა გამართონ.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე