შოთა თუთბერიძე - მოსამართლე, რომელმაც პოლიტიკური პატიმრების ბედი გადაწყვიტა, არის პირდაპირ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი სასამართლოში

შოთა თუთბერიძე - მოსამართლე, რომელმაც პოლიტიკური პატიმრების ბედი გადაწყვიტა, არის პირდაპირ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი სასამართლოში

3 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 96

პაატა ბურჭულაძის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის თქმით, მოსამართლე, რომელმაც პოლიტიკური პატიმრების ბედი გადაწყვიტა, არის პირდაპირ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი სასამართლოში.

„ცხადია, არავითარი ურთიერთგამომრიცხავი, ან ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები ბრალდებულებს არ აქვთ. ისინი არიან პოლიტპატიმრები. ზოგადად, „ქართული ოცნების“ სასამართლოს ჯგუფურ და ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით ცოტა უცნაური მიდგომა აქვს. არა ერთი საქმე გვახსოვს, სადაც მსჯავრდებულები არიან ჯგუფური დანაშაულისთვის ისე რომ, ისინი ერთმანეთს არც კი იცნობენ. რაც შეეხება ზოგადად პროცესს - მე ვფიქრობ, დღევანდელი პროცესის მიმართ პოზიტიური მოლოდინები ობიექტური გადაწყვეტილებისა არც ერთ შემთხვევაში არ არსებობდა, თუმცა სამაგიეროდ, გამოვლინდა, რომ მოსამართლე, რომელმაც გადაწყვიტა პოლიტიკური პატიმრების ბედი, არის პირდაპირ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი სასამართლოში. ის იყო „ქართული ოცნების“ პოლიტიკური თანამდებობის პირი, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება პრინციპს, რომ მოსამართლე უნდა იყოს მიუკერძოებელი, ობიექტური და მას განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წინასწარი განწყობები არ უნდა ჰქონდეს,“ - გამაცხადა თუთბერიძემ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე