შპს „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე „სფერო ინვესტის“ დირექტორი, გიორგი მურუსიძე უცხოეთში დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მურუსიძე იტალიაში დააკავეს.
მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოს პროკურატურამ გასული წლის ნოემბერში დაიწყო და საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.
შეგახსენებთ, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმოებაში არსებულ „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლების ფაქტზე „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი დააკავეს, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო „სფერო ინვესტის“ დირექტორის გიორგი მურუსიძის მიმართ. პროკურატურის ინფორმაციით, გივი წულეისკირმა და გიორგი მურუსიძემ 244 მოქალაქეს, ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხვინეს დიდი ოდენობის თანხები. თავად კი, არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები და 12 მილიონამდე ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.