შს მინისტრმა და ცესკოს თავმჯდომარემ, 4 ოქტომბრის არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

შს მინისტრმა და ცესკოს თავმჯდომარემ, 4 ოქტომბრის არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

02-09-2025 13:44
კატეგორიები: საზოგადოება პოლიტიკა
პოსტი ნახა: 848

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა გელაძემ და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების განმარტებით, მემორანდუმი ითვალისწინებს საარჩევნო პერიოდში მხარეთა შორის თანამშრომლობისათვის დამატებითი ფორმებისა და შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოს განსაზღვრას, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების მონაწილეობით ერთობლივი ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას.

„თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გაცვლიან ყველა საჭირო ინფორმაციას და კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაციას გაუწევენ ერთმანეთს. საარჩევნო პროცესის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კოორდინირებული მუშაობის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი ბოლო წლებია, ყოველი არჩევნების წინ ფორმდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე