შს მინისტრმა კახეთში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებისას, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დაჭრილი თანამშრომელი მოინახულა

შს მინისტრმა კახეთში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებისას, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დაჭრილი თანამშრომელი მოინახულა

05-11-2025 15:28
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 949

შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ, კახეთში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებისას, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დაჭრილი თანამშრომელი სამედიცინო დაწესებულებაში მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობითვე, სამართალდამცველს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

„შინაგან საქმეთა მინისტრმა სამართალდამცველის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

სამართალდამცველს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი, საპოლიციო ღონისძიების მიმდინარეობის დროს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ერთ-ერთი პირის მიერ, რომელზეც გაცემული იყო მოსამართლის განჩინება დაკავების შესახებ, სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლების მისამართით განხორციელებული ინტენსიური ცეცხლის შედეგად, გულმკერდის არეში მძიმედ დაიჭრა. პოლიციის საპასუხო ცეცხლის შედეგად, შეიარაღებული პირი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 34 პირია დაკავებული, ხოლო ერთ-ერთმა დასაკავებელმა პირმა, მირზა ალიევმა ცეცხლი გახსნა სპეცრაზმის მისამართით, საპასუხო ცეცხლის შედეგად ის ადგილზე იქნა ლიკვიდირებული.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე