შს მინისტრმა შიდა ქართლის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა

შს მინისტრმა შიდა ქართლის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა

3 საათის წინ
კატეგორიები: რეგიონი
პოსტი ნახა: 193

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ შიდა ქართლის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრი პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა და მათგან დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

„შეხვედრისას გეკა გელაძემ სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა და თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრი შიდა ქართლის რეგიონში განთავსებულ სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფსაც ეწვია, სამუშაო სივრცეები, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა.

შიდა ქართლის რეგიონში გამართულ სამუშაო შეხვედრებს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე როლანდ მესხი, მოადგილეები – შალვა თადუმაძე, გიორგი ბუთხუზი და ალექსანდრე დარახველიძე ესწრებოდნენ“, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე