შსს - 2014 წელს წილკანში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გაიხსნა - დანაშაულში მონაწილე ერთი პირი პენიტენციურ დაწესებულებაშია და სასჯელს სხვა საქმეზე იხდის, მეორე კი 2020 წელს გარდაიცვალა

შსს - 2014 წელს წილკანში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გაიხსნა - დანაშაულში მონაწილე ერთი პირი პენიტენციურ დაწესებულებაშია და სასჯელს სხვა საქმეზე იხდის, მეორე კი 2020 წელს გარდაიცვალა

27-09-2025 14:45
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 318

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან ერთად კომპლექსურად გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებებით ახლად გამოვლენილი გარემოებების შედეგად, 2014 წლის 26 იანვარს მომხდარი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული გახსნა. კერძოდ, დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის ფაქტი.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 26 იანვარს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა პირებმა: 1985 წელს დაბადებულმა - დ.მ.-მ და 1983 წელს დაბადებულმა - მ.რ.-მ, შურისძიების მოტივით, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, ცივი იარაღის გამოყენებით მოკლეს თანასოფლელი, 1950 წელს დაბადებული - რ.დ. განზრახვის სისრულეში მოყვანის შემდეგ, გაიტაცეს მოკლული რ.დ-ს ავტომანქანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დანაშაულში მონაწილე ერთ-ერთ პირს დ.მ.-ს, რომელიც სხვა სისხლის სამართლის საქმეზე იხდის სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში, ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით წარედგინა. რაც სასჯელის სახით ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მისი თანამზრახველი მ.რ. კი 2020 წელს ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე