შსს - აღმოჩენილია კუსტარული ნარკოლაბორატორია, ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის განკუთვნილი 3 სათბური და უპრეცედენტო რაოდენობის - 28 კილოგრამამდე „მეთადონი“

შსს - აღმოჩენილია კუსტარული ნარკოლაბორატორია, ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის განკუთვნილი 3 სათბური და უპრეცედენტო რაოდენობის - 28 კილოგრამამდე „მეთადონი“

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS სამართალი
პოსტი ნახა: 34

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 28 კილოგრამამდე „მეთადონი“ ამოიღეს.

როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ბუხრაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს არის ყველაზე დიდი რაოდენობის „მეთადონი", რაც პოლიციას აქამდე ამოუღია.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გასული დღეების განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მორიგი წარმატებული საპოლიციო ღონისძიებები ჩაატარეს. აღმოჩენილია კუსტარული ნარკო ლაბორატორია, ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის განკუთვნილი 3 სათბური და უპრეცედენტო რაოდენობის – 28 კილოგრამამდე „მეთადონი“. ეს არის ყველაზე დიდი რაოდენობის „მეთადონი", რაც პოლიციას აქამდე ამოუღია. დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები და ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

სამართალდამცველების მიერ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა მისამართზე მდებარე საცხოვრებელ ბინებში აღმოჩენილია ნარკო ლაბორატორიები, სადაც ნარკო დამნაშავეები კუსტარული წესით ამზადებდნენ სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებასა და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს. ასევე, აღმოჩენილია სპეციალურად მოწყობილი სათბურები, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კანაფის“ უკანონოდ მოყვანა და კულტივირება ხდებოდა. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულადი თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გარდა ამისა, აღნიშნული საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ასევე, ამოიღეს ცეცხლსასროლი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე, 260-ე კვარტა, 261-ე, 262-ე, 263-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავაც განაგრძობს ნარკოდანაშაულში ჩართული პირების გამოვლენასა და მათი კანონის სრული სიმკაცრით დასჯას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილმა სტუდენტებმა მანიფესტი წაიკითხეს.  სტუდენტები მოითხოვენ, გაუქმდეს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება.  მანიფესტს ხელი მოაწერეს სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა.    ჩვენ დავიცავთ ილიას უნივერსიტეტს!  ჩვენ დავიცავთ განათლებას!",- აღნიშნულია სტუდენტების მანიფესტში.  გარდა ამისა, აქციის მონაწილეებმა 9 მარტს აქცია-მსვლელობა დაანონსეს,
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
კაია კალასი - რუსეთს ბევრი ტერიტორია აქვს ოკუპირებული, როცა საქმე ეხება საქართველოს, მოლდოვას - გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად მათ უნდა გაიყვანონ ძალები ყველა იმ მიწიდან, სადაც ამჟამად იმყოფებიან

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე