შსს - დაკავებულია 2 პირი, რომლებმაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ასაფრენ ბილიკზე მიმდინარე სამუშაოებისათვის განთავსებული სპეცტექნიკიდან საწვავი მოიპარეს

შსს - დაკავებულია 2 პირი, რომლებმაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ასაფრენ ბილიკზე მიმდინარე სამუშაოებისათვის განთავსებული სპეცტექნიკიდან საწვავი მოიპარეს

33 წუთის წინ
კატეგორიები: RSS სამართალი
პოსტი ნახა: 8

იმერეთის პოლიციამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სადგომში ან საცავში შეღწევით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული გ.თ. და 1998 წელს დაბადებული ი.ს. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები შპს „სპენუს ჯგუფში“ ტექნიკოსებად იყვნენ დასაქმებულნი. ისინი „ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის“ ტერიტორიაზე, ასაფრენ ბილიკზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებისათვის განთავსებული სპეცტექნიკიდან, წინასწარი შეთანხმებით, ფარულად დაეუფლნენ 310 ლიტრ საწვავს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული საწვავი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე