შსს - დაკავებულია 4 პირი, რომლებიც მოქალაქეებთან უწყების სახელით რეკავდნენ და არწმუნებდნენ, რომ მათი ოჯახის წევრის ბრალეულობით მომხდარი იყო ავტოსაგზაო შემთხვევა და თანხას სძალავდნენ

შსს - დაკავებულია 4 პირი, რომლებიც მოქალაქეებთან უწყების სახელით რეკავდნენ და არწმუნებდნენ, რომ მათი ოჯახის წევრის ბრალეულობით მომხდარი იყო ავტოსაგზაო შემთხვევა და თანხას სძალავდნენ

24-12-2024 15:30
კატეგორიები: სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, ბათუმსა და მცხეთა - მთიანეთის რეგიონში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი დააკავეს.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, 61 მოქალაქე დაზარალდა, ხოლო თაღლითური გზით მითვისებულმა თანხამ ნახევარ მილიონამდე ლარი შეადგინა.

„ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით დაკავებული არიან: 2005 წელს დაბადებული ა.ტ. და უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 1988 წელს დაბადებული გ.მ., 2002 წელს დაბადებული რ.დ. და 1997 წელს ი.კ. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წელს, რამდენიმე თვის განმავლობაში, თბილისის მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა ძალოვანი უწყებების სახელით, დაკავშირება ხდებოდა მოქალაქეებთან და დარწმუნება, რომ მათი ოჯახის წევრის ბრალეულობით მომხდარი იყო ავტოსაგზაო შემთხვევა, ხოლო პრობლემის მოსაგვარებლად ქრთამის სახით საჭირო იყო გარკვეული თანხის გადახდა.

მოქალაქეებისგან თანხმობის მიღების შემთხვევაში, მათთან მიდიოდნენ ადგილზე, ეცნობოდნენ სხვა სახელითა და გვარით, ართმევდნენ თანხას და კრიპტოვალუტის საფულეზე რიცხავდნენ.

ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, 61 მოქალაქე დაზარალდა. თაღლითური გზით მითვისებულმა თანხამ კი ნახევარ მილიონამდე ლარი შეადგინა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოსტი ნახა: 124


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!