შსს - დაკავებულია ორი პირი, რომელთაც რუსეთის მოქალაქე არასრულწლოვანს ჩანთა გასტაცეს, მას შემდეგ კი, რაც დაზარებულმა ჩანთის დაბრუნება მოახერხა, მასზე იძალადეს და დანის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენეს

შსს - დაკავებულია ორი პირი, რომელთაც რუსეთის მოქალაქე არასრულწლოვანს ჩანთა გასტაცეს, მას შემდეგ კი, რაც დაზარებულმა ჩანთის დაბრუნება მოახერხა, მასზე იძალადეს და დანის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენეს

1 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 8

ქობულეთში, 15 წლის არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობისა და ყაჩაღობის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, 2010 წელს დაბადებულ პირს ძალის გამოყენებით, ყაჩაღურად გასტაცეს ხელჩანთა, მასზე იძალადეს და დანის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენეს.

დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობისა და ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევები: 1986 წელს დაბადებული გ.მ. და 1990 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა რომ დაკავებულებმა, ქობულეთში, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს - 2010 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს ძალის გამოყენებით, ყაჩაღურად გასტაცეს ხელჩანთა, ბრალდებულების მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად, ვ. ს.-მ ჩანთის დაბრუნება მოახერხა, რა დროსაც დაკავებულებმა კვლავ იძალადეს მასზე, ამასთან, გ.მ.-მ არასრულწლოვანს დანის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე მათგანი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული არასრულწლოვანი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

პოლიციამ ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილითა და 179-ე მუხლით მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე