შსს - დაკავებულია პირი, რომელმაც, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დატოვების შემდეგ მზიურის პარკში ვიდეოსამეთვალყურეო კამერები განზრახ დააზიანა

შსს - დაკავებულია პირი, რომელმაც, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დატოვების შემდეგ მზიურის პარკში ვიდეოსამეთვალყურეო კამერები განზრახ დააზიანა

15 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში მკვლელობის მცდელობისა და ქურდობისთვის ნასამართლევი, ლ.ჩ. ნივთის დაზიანების ფაქტზე დააკავეს.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქცია დატოვა, მან მზიურის პარკში მდებარე ვიდეოსამეთვალყურეო კამერები განზრახ დააზიანა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187- ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს“-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოსტი ნახა: 112


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!