ბათუმში, მე-4 სამარშრუტო ხაზის ავტობუსის მძღოლის ცემის ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ავტობუსში მყოფმა მგზავრმა, მძღოლს გაჩერება იქ სთხოვა, სადაც გაჩერების ადგილი არ იყო. მძღოლის მხრიდან უარის თქმას, დაპირისპირება მოჰყვა.