შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უკრაინაის მოქალაქე დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, დაკავებული გერმანიისა და პოლონეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელობისა და მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, 1989 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე ა.კ. დააკავეს.
დაკავებული ა.კ. გერმანიისა და პოლონეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელობისა და მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
ბრალდებულმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთა, ვიდრე მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა.
სამართალდამცველებმა ა.კ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში დააკავეს.
ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.