შსს-მ რუსთაველის გამზირის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებული ერთი პირის, ზურაბ მენთეშაშვილის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის წესით დაიწყო

შსს-მ რუსთაველის გამზირის ხელმეორედ გადაკეტვისთვის დაკავებული ერთი პირის, ზურაბ მენთეშაშვილის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის წესით დაიწყო

4 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 184

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რუსთაველის გამზირის ხელმეორედ გადაკეტვისთვის გუშინ დაკავებული ერთი პირის, ზურაბ მენთეშაშვილის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის წესით დაიწყო.

უფრო კონკრეტულად, შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს.

„2025 წლის 31 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა მოქალაქე ზურაბ მენთეშაშვილი, რომელიც იმხილება საპროტესტო აქციის დროს გზის განმეორებით გადაკეტვაში.

აღნიშნული პირი, 2025 წლის 24 ოქტომბერს ანალოგიური ქმედებისთვის დაკავებული იქნა ადმინისტრაციული წესით და სახდელის სახით შვიდდღიანი პატიმრობა შეეფარდა.

შესაბამისად, ქმედების განმეორებით ჩადენის გამო, მის მიმართ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს“,- ნათქვამია განცხადებაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე