შსს - მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 37 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შსს - მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 37 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

09-02-2025 15:18
კატეგორიები: სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გასულ თვეში სხვადასხვა ქვეყნის 37 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა ქვეყნიდან გაძევებული.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ქვეყნიდან გაძევებულ იქნა - მოლდოვას, ეგვიპტის, სომხეთის, რუსეთის, ერაყის, ირანის, თურქეთის, პაკისტანის, თურქმენეთის, ინდოეთის, ბანგლადეშის და ნიგერიის - ჯამში 37 მოქალაქე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოსტი ნახა: 363


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!