„გამოძიებით დადგინდა, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში მდებარე გ.მ-ს საცხოვრებელ სახლში სტუმრად იმყოფებოდა მისი მეგობარი ქალი ა.მ. და გ.ქ. რა დროსაც ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მასპინძლის კუთვნილს თანხას.
აღნიშნული ფაქტი სახლის მეპატრონემ მაშინვე შენიშნა და თანხის უკან დაბრუნებას შეეცადა, რამაც ადგილზე ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია. გ.მ-მ საზოგადოებრივ უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში ზარის განხორციელება სცადა, თუმცა მას ბრალდებულებმა მობილური ტელეფონი გასტაცეს და მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებულ თანხასთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ა.მ. და გ.ქ. ბრალდებულების სახით დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.