შსს-ს ინფორმაციით, 10 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის მცდელობისას პოლიციამ 4 პირი დააკავა

შსს-ს ინფორმაციით, 10 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის მცდელობისას პოლიციამ 4 პირი დააკავა

11-02-2025 14:40
კატეგორიები: სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 10 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის მცდელობისას პოლიციამ 4 პირი დააკავა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, დაკავებული ოთხი პირიდან ორი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

მათივე ცნობით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.

ხელწერილითაა გათავისუფლებული „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მაშინ დააკავეს, როდესაც პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის დაკავების საშუალებას არ აძლევდა.

პოსტი ნახა: 471


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!