შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ ბათუმში დაჭრილი პატრულ-ინსპექტორები მოინახულა

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ ბათუმში დაჭრილი პატრულ-ინსპექტორები მოინახულა

3 საათის წინ
კატეგორიები: რეგიონი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან გრიგოლ ბესელიასთან და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსთან გიორგი ხურციასთან ერთად, ბათუმში დაჭრილი პატრულ-ინსპექტორები მოინახულა. ვაჟა სირაძემ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ექიმებისგან მოისმინა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა პატრულ-ინსპექტორებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

მიმდინარე წლის 20 იანვარს, ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე შეტყობინების საფუძველზე მისულ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორებს ფსიქიკური აშლილობის მქონე მოქალაქე დანით თავს დაესხა. აღნიშნულმა პირმა მისი განიარაღებისა და დაკავების პროცესში სამ პატრულ-ინსპექტორს: რეზო ქარცხიას, რამაზ ბერიძესა და ავთანდილ დოლიძეს სხეულის სხვადასხვა არეში დანის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა. სამართალდამცველებმა ის ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. დაჭრილი პატრულ-ინსპექტორები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

პოსტი ნახა: 112


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!