შსს - სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - ამოღებულია მილიონ ლარზე მეტი ღირებულების „კოკაინი“

შსს - სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - ამოღებულია მილიონ ლარზე მეტი ღირებულების „კოკაინი“

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS სამართალი
პოსტი ნახა: 16

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე - 1989 წელს დაბადებული ა.გ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დაკავებულის კუთვნილ სამგზავრო ჩანთაში სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან 1 კილო და 200 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინი“ ამოიღეს, რომელიც ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე მილიონ ლარს აღემატება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე