შსს თბილისში, ზურაბ ავალიშვილის ქუჩის მიმდებარედ მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.  უწყების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით - 1968 წელს დაბადებული მ.ბ. დააკავეს.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS სამართალი
პოსტი ნახა: 13

შსს თბილისში, ზურაბ ავალიშვილის ქუჩის მიმდებარედ მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით - 1968 წელს დაბადებული მ.ბ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ზურაბ ავალიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1975 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მკვლელობაში ბრალდებული მ.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, სამეგრელოს რეგიონში დააკავეს.

დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, ამოიღო ნარკოტიკული საშუალება “მეთადონის” შემცველი 25 აბი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შვეიცარიის პრეზიდენტმა გი პარმელენმა კრანს-მონტანას სათხილამურო კურორტზე მდებარე ერთ-ერთ ბარში გაჩენილი ხანძრის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა .  პრეზიდენტის თქმით, ხანძარი ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედიაა ქვეყნის ისტორიაში.  ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა და 115 დაშავდა.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
პატიმრებთან დაკავშირებით 3-ჯერ გვაქვს დაყენებული საკითხი, რომ ვისაც დანაშაული მსუბუქად შეიძლება ჩაეთვალოს, იქნებ გათავისუფლდეს, მათ შორის მზია ამაღლობელთან დაკავშირებით - არ მიეცა საკითხს მსვლელობა , - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე