შვედეთის მთავრობამ უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი დააანონსა

შვედეთის მთავრობამ უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი დააანონსა

31-03-2025 19:32
კატეგორიები: მსოფლიო

შვედეთის მთავრობამ უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი დააანონსა, რომლის ღირებულება 16 მილიარდ კრონს შეადგენს. ეს ნორდიკული ქვეყნების მხრიდან გაცემული ყველაზე დიდი სამხედრო დახმარების პაკეტია.

შვედეთის თავდაცვის მინისტრის, პალ ჯონსონის თქმით, შვედეთს სურს, გაგზავნოს სიგნალი, რომ ქვეყანა „აძლიერებს თავის მხარდაჭერას, ასევე ზრდის მის სიძლიერესა და მასშტაბს“.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ჯონსონი ამბობს, რომ პაკეტი მოიცავს უკრაინის საჰაერო თავდაცვის, არტილერიის, სატელიტური კომუნიკაციებისა და საზღვაო შესაძლებლობების მხარდაჭერას.

პოსტი ნახა: 280


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე