შვედეთის ქალაქ უფსალაში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

შვედეთის ქალაქ უფსალაში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

30-04-2025 02:28
კატეგორიები: მსოფლიო

შვედეთის ქალაქ უფსალაში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გადაკეტილია ქალაქის ტერიტორიის დიდი ნაწილი. პოლიციის ცნობითვე, მათ მიიღეს ზარები მოქალაქეებისგან, რომელთაც სროლის ხმა გაიგონეს.

შვედეთის პოლიციის განცხადებით, საქმეზე გამოძიება დაწყებულია.

დანაშაულის მოტივი და სავარაუდო დამნაშავე ჯერჯერობით უცნობია.

როგორც შვედური მედია იუწყება, თავდამსხმელი დანაშაულის ადგილიდან ელექტროსკუტერით გაიქცა.

პოსტი ნახა: 262


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე