შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღის გამოყენებით, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა - 1992 წელს დაბადებულ ფ.კ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.გ. ბრალდებულის სახით მომხდარიდან მალევე დააკავეს.
დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში მოათავსეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.