ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ისრაელის მთავრობის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ ამოქმედდება, - ინფორმაციას Sky News-ი ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის ცნობით, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტი ადგილობრივი დროით 17:00 საათზე შეიკრიბება, ხოლო მთავრობის შეხვედრა მოგვიანებით გაიმართება.
მანამდე ეგვიპტურმა გამოცემა, Al Qahera News-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ღაზას სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზა უკვე ამოქმედდა.
შეთანხმების თანახმად, ღაზაში საბრძოლო მოქმედებები შეწყდება და ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზას ნაწილობრივ დატოვებენ. ასევე, „ჰამასი“ და ისრაელი მძევლებსა და პატიმრებს გაცვლიან.