თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ წინანდალთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15 წლის მოზარდი დაშავდა.
თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. შედეგად დაზიანებები მიიღო 15 წლის ბიჭმა, ის უგონო მდგომარეობაში თელავის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.