სომხეთის სააპელაციო სასამართლომ გიორგი კინოიანი პატიმრობაში დატოვა

სომხეთის სააპელაციო სასამართლომ გიორგი კინოიანი პატიმრობაში დატოვა

26-09-2025 17:21
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 308

ოჯახის წესრების ინფორმაციით, სააპელაციო საქმის განხილვა პატიმრის გარეშე, გუშინ, 25 სექტემბერს ჩატარდა.

„სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა, რომ გიორგი გათავისუფლებულიყო უკანონო პატიმრობიდან, რომელშიც უკვე 23-ე დღეა იმყოფება. ამ ეტაპზე ერთადერთი გზა ლოდინია - ველოდებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დაჩქარებულ გადაწყვეტილებას გიორგის გათავისუფლების შესახებ.ამავდროულად, საქმის გასაჩივრებას ვგეგმავთ საკასაციო სასამართლოშიც, რათა დავამტკიცოთ, რომ თვითაღიარებული რესპუბლიკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და გიორგის დაკავება უკანონოა“, - ნათქვამია ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

29 წლის გიორგი კინოიანი, რომელიც უკრაინაში „ქართული ეროვნული ლეგიონის“ შემადგენლობაში იბრძოდა, 3 სექტემბერს, საქართველოდან სომხეთის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დააკავეს. მისი დაკავება რუსეთის მიერ გამოცხადებული ძებნის საფუძველზე მოხდა.

გასულ წელს, ოქტომბერში, გიორგი კინოიანს რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, კინოიანი 2022 წლის მარტიდან აპრილამდე პერიოდში ნებაყოფლობით ჩავიდა უკრაინაში და კიევში შეუერთდა „ქართულ ეროვნულ ლეგიონს“, გაიარა სამხედრო წვრთნები, რის შემდეგაც საბრძოლო მოქმედებებში უკრაინის მხარეს მონაწილეობდა

რუსეთს „ქართული ლეგიონი“ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში ჰყავს შეყვანილი, ხოლო მის მეთაურ მამუკა მამულაშვილზე საერთაშორისო ძებნა აქვს გამოცხადებული. მამულაშვილი ფიქრობს, რომ რუსეთისთვის გადაცემის შემთხვევაში, კინოიანს სამაგალითოდ დასჯიან.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე