სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი მიიღო

სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი მიიღო

12-02-2025 15:36
კატეგორიები: მსოფლიო

სომხეთის პარლამენტმა სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კანონპროექტს მხარი 63-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 7 იყო.

მისი ინიციატორია სამოქალაქო ინიციატივა „დემოკრატიული ძალების პლატფორმა“, რომელმაც 2 თვეში 60 ათასი ხელმოწერის შეგროვება მოახერხა. ეს ხელმოწერები აუცილებელი იყო იმისთვის, რომ კანონპროექტი ეროვნულ ასამბლეას განსახილველად წარდგენოდა.

კანონპროექტი სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ 2024 წლის 9 იანვარს დაამტკიცა.

პოსტი ნახა: 230


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!