სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „გულითადად ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ვაფასებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ძმური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
