სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრა დასრულდა, - ინფორმაციას CNN-ი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოლაპარაკებები თითქმის ორ საათს გაგრძელდა.
იქამდე კი Reuters-ის წყარო-მ განაცხადა, რომ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, მიუღებელი პირობები წამოაყენა.
კერძოდ, რუსეთის დელეგაციამ მოითხოვა, უკრაინამ თავისი ჯარები გაიყვანოს თავისივე ტერიტორიიდან - დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებიდან
უკრაინული დიპლომატიური წყაროს ცნობით, რუსეთის პირობები არარეალურია და სცდება ყველა ადრე განხილულ მოთხოვნას.