სუმზე რუსების სარაკეტო თავდასხმის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა

სუმზე რუსების სარაკეტო თავდასხმის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა

13-04-2025 15:03
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 537

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს განცხადებით, რუსების მიერ უკრაინის ქალაქ სუმზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 20 დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„მაშველები და პოლიცია დაზიანებების ადგილებზე პირველივე წუთებიდან მივიდნენ. ბევრი დაღუპულია. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 21 ადამიანი და სულ მცირე 20 დაშავდა. ადამიანები დაშავდნენ ქუჩებში, ავტომობილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სახლებში“, - წერს იგორ კლიმენკო.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაშავებულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა ქალაქ სუმს რაკეტებით დღეს დილით შეუტიეს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე