სუპერმარკეტის თანამშრომლებს არასრულწლოვნები ფიზიკურად გაუსწორდნენ - ნაცემი კონსულტანტი საავადმყოფოში გადაიყვანეს

სუპერმარკეტის თანამშრომლებს არასრულწლოვნები ფიზიკურად გაუსწორდნენ - ნაცემი კონსულტანტი საავადმყოფოში გადაიყვანეს

21-10-2025 13:05
კატეგორიები: შემთხვევა
პოსტი ნახა: 665

ფიზიკური ანგარიშსწორება და სიცოცხლის მოსპობის მუქარა - მაღაზიაში, არასრულწლოვნების თავდასხმის შედეგად დაშავებული კონსულტანტი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ამასთან ნაცემია მოლარეც. 

როგორც ირკვევა, ვაჟა ფშაველას გამზირზე მდებარე მარკეტში დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მოლარემ და კონსულტანტმა 4 არასრულწლოვან გოგოს მოპარული პროდუქტების დაბრუნება სთხოვეს. 

როგორც თვითმხილველი, თეა სუბელიანი ყვება, დამნაშავეებმა მაღაზიის თანამშრომლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ - "4 დიდი კაცი ძალიან დიდხანს აშველებდა, წიხლებით შედგნენ ამ გოგოს, გადაუარეს ზედ, საშინელება უქნეს". ვხედავ, რომ მოლარე და კონსულტანტი ეუბნებიან გოგოს ამოიღე ნივთები და დატოვეო, გავსებული ჰქონდათ კურტკები შიგნიდან, არც მალავდნენ რეალურად. ძალიან ჩვეულებრივად, ზრდილობიანად ამ გოგომ უთხრა ამოიღე ისე არ გაგიშვებო, მოიქნიეს ეს გოგო, ძალიან ძლიერები იყვნენ. 4 დიდი კაცი ძალიან დიდხანს აშველებდა, წიხლებით შედგნენ ამ გოგოს, გადაუარეს ზედ, საშინელება უქნეს. რა თქმა უნდა, გაიქცნენ და დაზიანებები აქვს, ნაკაწრები. მოლარე ყვიროდა, პატრული რათ გვინდა ეგენი აქციაზე იჭერენ ტყუილად ხალხს და ჩვენთან ეგენი არ მოვლენ, თან ვერ დაიჭერენ, არაფერს არ იზამენო. არ ჰქონდათ პატრულის იმედი და არ რეკავდნენ. დაჯგუფება, რომელიც თურმე, როგორც ჩანს, ყოველ ღამე და ყოველ დღე ხდება ასეთი რაღაც," - ამბობს თეა სუბელიანი. 

მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე