სუს-ი „ჰექსოგენის“ საქმეზე - დადგინდა ბრალდებულ დენის ჟურავლიოვის მიერ გლდანის რაიონში დაქირავებული კიდევ ერთი კონსპირაციული ბინა, სადაც ჩხრეკა ჩატარდა - აღმოჩენილ იქნა კომპიუტერის მიკროსქემები, დოკუმენტები და ფულადი თანხა

3 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 119

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, “ჰექსოგენის“ საქმესთან დაკავშირებით დადგინდა ბრალდებულ დენის ჟურავლიოვის მიერ თბილისში, გლდანის რაიონში დაქირავებული კიდევ ერთი „კონსპირაციული ბინა, სადაც ჩხრეკა ჩატარდა“.

მათივე ცნობით, შედეგად აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა ზომის კომპიუტერის მიკროსქემები, დოკუმენტები და ფულადი თანხა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები “ჰექსოგენის“ საქმესთან დაკავშირებით.

დადგინდა ბრალდებულ დენის ჟურავლიოვის მიერ თბილისში, გლდანის რაიონში დაქირავებული კიდევ ერთი კონსპირაციული ბინა, სადაც ჩხრეკა ჩატარდა. შედეგად აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა ზომის კომპიუტერის მიკროსქემები, დოკუმენტები და ფულადი თანხა.

მიმდინარეობს ამოღებული ნივთების კონკრეტული მიზნობრიობის შესწავლა“,-აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, სუს-მა, 11 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დააკავეს უკრაინის 2 მოქალაქე, ავტომანქანაში კი იპოვეს 2.4 კგ. ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი“, ასევე ამოღებულია 8 მობილური, კომპიუტერი, დიდი ოდენობით ფულადი თანხა, სიმბარათები და „კოკაინი“.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე