სუს-ი ირაკლი ღარიბაშვილისა და კიდევ 7 პირის სახლის ჩხრეკაზე - მიმდინარეობს ამოღებული დოკუმენტაციისა და ელექტრომოწყობილობების შესწავლა, ასევე ნაღდი ფულის წარმომავლობის დადგენა, რის შემდეგაც მოხდება პირთა მიმართ სამართლებრივი რეაგირება

სუს-ი ირაკლი ღარიბაშვილისა და კიდევ 7 პირის სახლის ჩხრეკაზე - მიმდინარეობს ამოღებული დოკუმენტაციისა და ელექტრომოწყობილობების შესწავლა, ასევე ნაღდი ფულის წარმომავლობის დადგენა, რის შემდეგაც მოხდება პირთა მიმართ სამართლებრივი რეაგირება

3 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 220

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მიმდინარეობს ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, ანდრია (იგივე სანდრო) ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლებიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებულ დოკუმენტაციასა და ელექტრომოწყობილობებზე არსებული ინფორმაციის შესწავლა და ნაღდი ფულის წარმომავლობის დადგენა, რის შემდეგაც მოხდება შესაბამის პირთა მიმართ სამართლებრივი რეაგირება.

უწყების განმარტებით, ამის შემდეგ მოხდება შემდგომი საგამოძიებო-ოპერატიული მოქმედებების დაგეგმვა და შესაბამის პირთა მიმართ სამართლებრივი რეაგირება.

„ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა.

ამჟამად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლების მიერ ერთობლივად, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ხსენებულ დოკუმენტაციასა და ელექტრომოწყობილობებზე არსებული ინფორმაციის შესწავლა-დამუშავება. ასევე, ამოღებული ნაღდი ფულის რეალური წარმომავლობის დადგენა, რის შემდეგაც მოხდება დამუშავებული ინფორმაციის მიხედვით შემდგომი საგამოძიებო-ოპერატიული მოქმედებების დაგეგმვა და შესაბამის პირთა მიმართ სამართლებრივი რეაგირება“, -ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე