სუს-ი თანამშრომლის გარდაცვალებაზე - რამდენიმე თვის წინ, საზღვარგარეთ, ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა, ამის გამო ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები - სამსახურში ადრე მოვიდა, როგორც ჩანს, აიღო იარაღი და გავიდა სამსახურის ტერიტორიიდან.  როგორც სუს-ში განაცხადეს, გარდაცვლილს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

1 საათის წინ
პოსტი ნახა: 20

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწყების ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლის გარდაცვალებაზე პირველ კომენტარს აკეთებს.

როგორც სუს-ში განაცხადეს, გარდაცვლილს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

კითხვაზე: იყო თუ არა ეს თვითმკვლელობა, უწყებაში აღნიშნეს: „პირველადი ვერსიით, რაც აშკარად იკვეთება, არის თვითმკვლელობა“.

„ეს ადამიანი იყო ანტიკორუფციული სააგენტოს ძალიან ღირსეული და გამორჩეული თანამშრომელი, რომელიც ყველას ძალიან უყვარდა. პირველადი ინფორმაციით, რაც შეგვიძლია გითხრათ არის ის, რომ რამდენიმე თვის წინ, საზღვარგარეთ ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა, დაიკლო ათეულობით კილოგრამი, ამის გამო ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები.

რაც ვიცით თანამშრომლებისგან, ის სამსახურში ადრე მოვიდა, როგორც ჩანს, აიღო იარაღი, გავიდა სამსახურის ტერიტორიიდან და თავის ავტომანქანაში იპოვეს გარდაცვლილი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით. ავტომობილის გვერდითა სავარძელზე დატოვა წერილი. ეს არის ის პირველადი მონაცემები, რაც ჩვენთვის არის ცნობილი“, - განაცხადეს სუს-ში.

ირანი ნებისმიერ თავდასხმას ფართო და ისეთ პასუხს გასცემს, რომ ინანებთ.  ირანის ისლამური რესპუბლიკა ენდობა საკუთარ შესაძლებლობებს და ითვალისწინებს წარსულ გამოცდილებას, განსაკუთრებით ივნისის გმირული ბრძოლის გამოცდილებას და იმაზე უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა -  ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ესმაილ ბაგაეი.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
თბილისის საქალაქო სასამართლოში, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი ჩაინიშნა. საუბარია, ე.წ. საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების გაწევის ბრალდებაზე. სასამართლო ვაშაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე