სუს-მა კორუფციის ბრალდებით 21 ადამიანი დააკავა - 7 სხვადასხვა საქმიდან 4, სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან თავის არიდებას უკავშირდება, დაკავებულთა შორის არიან ექიმები და სამხედრო აღრიცხვის სამსახურის ყოფილი უფროსი.
შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია, სულ, 21 ადამიანი, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსმა, ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
სუს-ში აღნიშავენ, რომ უმეტეს შემთხვევაში, საქმე ეხება სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებასთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის ცნობის შესახებ ყალბი დოკუმენტების დამზადებას.
უწყების ცნობით, დაკავებულთა შორის არიან ექიმები და ექთნები.
სუს-მა კორუფციის ბრალდებით 21 ადამიანი დააკავა - 7 სხვადასხვა საქმიდან 4, სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან თავის არიდებას უკავშირდება, დაკავებულთა შორის არიან ექიმები და სამხედრო აღრიცხვის სამსახურის ყოფილი უფროსი.
პოსტი ნახა: 24
წინა ახალი ამბავი
💬 განათლების რეფორმა ემსახურება კონტროლის დამყარებას - რაც შეეხება უნივერსიტეტების გაერთიანებას, „ოცნება“ სისტემის „გეპეიზაციას“ აკეთებს, დიდი ალბათობით, მცდელობაა, რომ ამ ძვირფასი შენობების პრივატიზება მოხდეს - გიორგი შარაშიძე
შემდეგი ახალი ამბავი
ფასების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია მუშაობას მომავალ კვირას დაიწყებს და მას შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს